ხონის N1 საჯარო სკოლა ხელოვან, ახალბედა მასწავლებელს - ანა პაპავას გვაცნობს
23-01-2023

მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლას წარმატებული და საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები ჰყავს.

2022 წელს სკოლის კოლექტივს კიდევ ერთი თავის საქმეზე შეყვარებული მასწავლებელი - ანა პაპავა შეემატა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ახალბედა მასწავლებელს მრავალმხრივი გამოცდილება აქვს - აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა გამოფენასა და ღონისძიებაში.

პედაგოგი 2008-2010 წლებში მ. თოიძის სახელობის ქ. თბილისის პროფესიულ სასწავლებელში სწავლობდა. სწავლის პერიოდში ის ვენაში გამართულ  „საქართველოს დღეებისადმი“ მიძღვნილ გამოფენაში მონაწილეობდა. 2012 წლიდან დღემდე კი ხონის სამხატვრო სკოლაში ხალხური რეწვისა (თექა) და ხატვის პედაგოგად მუშაობს. 2013-2014 წლებში ქუთაისის მხატვართა კავშირის წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა მხატვართა კავშირის მიერ დაგეგმილ გამოფენებში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ის ასევე გალერია „ვარლას“ მიერ ორგანიზებულ გამოფენებშიც მონაწილეობდა.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, 2022 წლიდან პედაგოგი მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლაში მუშაობს. ანას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203