საინტერესო აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი მუხრანას საჯარო სკოლაში
23-01-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. 

ამ მხრივ გამონაკლისი არც 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ყოფილა. სემესტრი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი, როგორც საგანმანათლებლო, ისე საზეიმო, გასართობი და სპორტული ღონისძიებებით. 

ამჯერად გაგაცნობთ, ნოემბერ-დეკემბერში მოსწავლეების მიერ განხორციელებულ საინტერესო აქტივობებსა და წარმატებებს. 

აუცილებლად, აღსანიშნავია, გალაქტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კლასის საათი, რომლის ფარგლებში, მოსწავლეებმა ქართულ ენაზე კედლის გაზეთი - „გალაკტიონ ტაბიძე“ გამოუშვეს. 

შთამბეჭდავი იყო აქტივობა - „ჩვენ ვსწავლობთ და ვიყენებთ ქიმიას“, რომლის მონაწილე მოსწავლეებმა ქიმიის ფორმულებით კედლი მოხატეს. 

მოსწავლეები ასევე ფრენბურთში სკოლებს შორის ჩატარებულ სპორტულ თამაშები მონაწილეობდნენ.

სემესტრი კი საახალწლო ღონისძიებით - „ახალი 2023 წელი“ დაგვირგვინდა. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ცოდნა, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ახალ წელს ახალი გეგმებითა და მიზნებით შეხვდნენ.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203