ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება მხატვრული კითხვის კონკურსში 
23-01-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით აცნობს. 

ამჯერად, სკოლა კონკურსის - „ლექსის საუკეთესო მკითხველი“ გამარჯვებულ მოსწავლეებს წარმოგვიდგენს.

კონკურსი - „ლექსის საუკეთესო მკითხველი“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობით ჩატარდა. ვარდისუბნის საჯარო სკოლიდან კონკურსში მონაწილეობდნენ - თაზო ტალიაშვილი (რომელმაც III ადგილი დაიკავა) გიორგი აბაშვილი და ეკა გოგოლაძე (რომელმაც კონკურსში I ადგილი მოიპოვა და ღირსეული გამარჯვება დაიმსახურა).

მონაწილეები შეფასდნენ შემდეგი კრიტერიუმებით - 1.მხატვრული კითხვა 2. მეტყველება 3. არტისტიზმი 4. ორიგინალურობა.

კონკურსში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203