„რატომ არ ილევა წყლის მარაგი დედამიწაზე?“ - წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა საინტერესო კლასის საათი
23-01-2023

მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.

სწორედ ამ მიზნით, მე-4 კლასში (კლასის ხელ-ლი მ.სილაგაძე) სასკოლო პროექტის - „ჩემი ეკონაკვალევი გარემოს გასაუმჯობესებლად“, ფარგლებში კლასსაათი „რატომ არ ილევა წყლის მარაგი დედამიწაზე“,  ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ მუშაობაში. ბავშვებმა თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს და შეხედულებები ერთმანეთს გაუზიარეს.

მოსწავლეთათვის კლასსაათი ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. მათ ამ დღეს მიღებულმა ინფორმაციამ ცოდნა და გამოცდილება შემატა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და ცნობიერების ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203