დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქეს
20-01-2023

თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლაში 1-ელი სემესტრი წარმატებით დასრულდა. მოსწავლეები, ახალ 2023 წელს საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებით შეეგებნენ.

ღონისძიებაზე მოსწვალეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს - იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაისმახურეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან დარბაზი სავსე იყო დამსწრეთა ემოციებითა და აპლოდისმენტებით.

ახალი წელი სტურმებს სკოლის დირექტორმა, დავით სურმანიძემ და სოფლის რწმუნებულმა, უშანგი ფუტკარაძემ, მიულოცეს. მათ ყველას ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვეს.

სკოლის წარომადგენლები მადლობას უხდიან, ღონისძიების ორგანიზატორებს - თამარ ფუტკარაძეს, ნათია ბერიძესა და ყველა იმ პედაგოგს, რომელიც ჩართული იყო საახალწლო ზეიმის ორგანიზებაში.

„მადლობა სკოლის დირექტორს, რომელმაც ფინანსური მხარდაჭერა გაუწია საახალწლო ზეიმს“, - აღნიშნეს სკოლაში.

სკოლის საზოგადოება ყველას ულოცავს ახალ წელს და ბედნიერებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203