ჭარნალის საჯარო სკოლა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე ღირსეულად წარდგა
20-01-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა ხელშეწყობითა და ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი და წარმატებასაც აღწევენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, პროექტი - „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“, რომელშიც ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

პროექტის - „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ მიზანი იყო ევროპული ქვეყნების კულტურის, ტრადიციების, გამოცდილებისა და ისტორიის გაცნობა და ერთიანი ფასეულობების კონტექსტში მომავალი თაობისთვის მათი პოპულარიზება.

ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით, ევროპის დღეების ფარგლებში დაიგეგმა. განხორციელდა შემეცნებით-სანახაობითი აქტივობები ხელვაჩაურის მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის.  

ევროპის დღეებზე ჭარნალის საჯარო სკოლამ ესპანეთი წარადგინა. სკოლის უნიჭიერესმა მოსწავლემ, ხატია აბაშიძემ ესპანურ ენაზე სიმღერაც შეასრულა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203