„Voyage en France/ მოგზაურობა საფრანგეთში“ - ზემო ნატანების საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა ფრანგული ენის საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი 
20-01-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეები არჩევით საგნად ფრანგულ ენას სწავლობენ. 

ფრანგული ენის გაკვეთილები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სახალისოა. პედაგოგი მარინა ზოიძე მოზარდებს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს, მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში დიდი ინტერესით არიან ჩართულნი.

მათ შორის აღსანიშნავია, მე-11 კლასში ჩატარებული ფრანგული ენის შემაჯამებელი გაკვეთილი, რომლის თემა გახლდათ „Voyage en France/ მოგზაურობა საფრანგეთში“.

ბავშვებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საფრანგეთის ღირშესანიშნაობების შესახებ. მეთერთმეტეკლასელთა პრეზენტაციები მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203