„კითხვის დრო“ - ალგეთის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგი ნანა მელიქიძე საინტერესო პროექტს ახორციელებს
20-01-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N3 საჯარო სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - ნანა მელიქიძის ხელმძღვანელობით, პროექტი - „კითხვის დრო“ ხორციელდება. 

პროექტი მეტად ნაყოფიერი და საინტერესოა, ხელს უწყობს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას და სახელმწიფო ენის შესწავლას.

პროექტში მოსწავლეები დიდი ინტერესით არიან ჩართულნი. პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგის თქმით, დაგეგმილია ბევრი საინტერესო აქტივობა.

„პროექტი დავიწყე 2022 წლის ნოემბერში და გაგრძელდება ივნისამდე, მასში ჩართული არიან VI –XII კლასის მოსწავლეები. კვირაში ორი საათი ვკითხულობთ კლასგარეშე ლიტერატურას ქართულ ენაზე. ამჟამად, ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა უფლისწულს“ ვეცნობით, ბავშვებს ძალიან მოსწონთ ნაწარმოები.

თავდაპირველად, მე ვუკითხავდი, ახლა, თვითონაც ცდილობენ და სახლშიც აგრძელებენ კითხვას. პროექტის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობა მაქვს დაგეგმილი, მათ შორის ექსკურსია და ვიზიტი საჯარო ბიბლიოთეკაში. პროექტში, ასევე, ჩართულია ქართული ენის კათედრა, კოლეგებს ვუზიარებ კითხვის საინტერესო და ეფექტურ მეთოდებს“,- ამბობს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ნანა მელიქიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203