„ახალი წელი ჩემს კლასში“- ჭარნალის საჯარო სკოლაში საინტერესო კონკურსი ჩატარდა
18-01-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო  სკოლაში ახალი 2023 წლის აღსანიშნავად, კლასებს შორის კონკურსი - „ახალი წელი ჩემს კლასში“, ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსს ბევრი კლასი შეუერთდა. გამოვლინდა გამარჯვებული კლასებიც.  აღსანიშნავია, რომ ჟიურის გაუჭირდა საუკეთესოს არჩევა, რადგან თითოეულმა მონაწილე კლასმა კონკურსზე წარადგინა მრავალფეროვანი და საუკეთესოდ მორთული საკლასო ოთახი.

ყველა მონაწილე კლასი სიგელით დაჯილდოვდა, შვიდ გამორჩეულ კლასს კი, განსაკუთრებული სიგელები გადაეცა.

სკოლის დირექციამ მოსწავლეებს ჩართულობისა და ლამაზი გარემოს შექმნისთვის მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203