„სიკეთე გადამდებია“ - შინდისის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა
18-01-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გააზრებული აქვთ მათი როლი საზოგადოების ფორმირებაში, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზანი, როდესაც სოციალური პროექტი - „სიკეთე გადამდებია“, განახორციელეს.

პროექტის ფარგლებში, სკოლის ხელოვნების კლუბ „არტსტუდიოს“ წევრებმა, შეიძინეს ტკბილეული, რომლითაც რამდენიმე ოჯახი გაახარეს.

სკოლებში სოციალური პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან სწორედ აქედან ხდება მოსწავლეების აზროვნების ჩამოყალიბება. მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ თანაგრძნობის უნარი და ბავშვობიდანვე მიეჩვიონ სიკეთის კეთებას.

სასიხარულოა, რომ შინდისის საჯარო სკოლა მიმართულია მოსწავლეების ჰუმანური აზროვნების განვითარებისკენ.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს აქტიურობისთვის და კეთილი საქმის კეთებისთვის.

იხილეთ ფოტო და  ვოდეომასალა:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203