კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა ავტორბოლაში მეოთხე ადგილი დაიკავა
15-04-2018
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა რვა მანქანამ, რომლებიც უნივერსიტეტის ფერებითა და ლოგოთი იყო დაბრენდილი, გუნდური პრინციპით ჩატარებულ ავტორბოლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.
რუსთავის მოტოპარკში ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.
ჩემპიონატი BMW CLUB GEORGIA-ს ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია რბოლები ღია სივრცის ნაცვლად, უსაფრთხო ტერიტორიაზე ჩატარდეს.
კსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა და ავტო კლუბი მადლობას უხდის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გაწეული მატერიალური დახმარებისთვის, ხოლო კომპანია Rheinol-სა და frego-ს მხარდაჭერისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“