ფურტიოს საჯარო სკოლის მჭედლურის დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება
18-01-2023
ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მჭედლურის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა, 2023 წლის შემობრძანება ღონისძიებით აღნიშნეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შობა-ახალი წელი ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ყველასთვის საყვარელი ზღაპარი -„წითელქუდა“ დადგეს და შთამბეჭდავი სანახაობა წარმოადგინეს.

ბავშვებისთვის ეს დღე ძალიან სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იყო.

სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს - მზია კეკელიძესა და თეონა მახარაძეს, ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203