„ჩემი სოფლის რუკა“​ - ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
18-01-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა საინტერესო პროექტი ხორციელდება.

მათ შორის, მე-4 კლასის მოსწავლეებმა პროექტზე - „ჩემი სოფლის რუკა“, იმუშავეს. პროექტის ფარგლებში ბავშვებმა სხვადასხვა ტიპის რუკები შეისწავლეს. ისინი მცხეთის რუკას გაეცნენ, მიღებული ცოდნის საფუძველზე კი დიორამები და ქსოვრისის რეალური რუკა შექმნეს. რუკაზე მოსწავლეებმა სოფლის ძირითადი ობიექტები დაიტანეს. ბავშვებმა პროექტზე მუშაობისას შესაძლებლობები და უნარები შესანიშნნავად გამოავლინეს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი საჭირო ცოდნას მეტი ხალისითა და ინტერესით იღებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203