გაიცანით, ხევაშენის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე - თათია მსხვილიძე, რომელიც საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურად მონაწილეობს
18-01-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე - თათია მსხვილიძე საგანმანათლებლო ვებსაიტის - „სოციალური მეწარმეობის პირველი ნაბიჯები“ კონკურსის - „დღის კითხვა“ გამარჯვებული გახდა.

მან კონკურსზე, პირველმა დააფიქსირა სწორი პასუხი და სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობა სწორად განმარტა.

გამარჯვებული მეთერთმეტეკლასელი არაფორმალური განათლების კუთხით დაგეგმილ პროექტებში აქტიურად მონაწილეობს და პროექტებსაც თავად წერს.

მოსწავლე ასევე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ჰელფინგ ჰენდის“, მოხალისე, ლიდერი და თანასწორ-განმანათლებელია. 

აღსანიშნავია, რომ თათია ახლახანს გახდა 2022 წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდოს მფლობელი.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203