შთაბეჭდილებებით აღსავსე წინასაახალწო დღეები ხავეთის საჯარო სკოლაში
18-01-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ, 2023 წელს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებით შეეგებნენ. 

26-29 დეკემბერი I-XII კლასების მოსწავლეებისთვის კიდევ ლამაზი და შთაბეჭდილებებით სავსე დღეები იყო.

პედაგოგების - ირინა ინასარიძის,ანახას ამაზარიანის, მარინე მეგერიანის, გიულნარა არაქელიანის, კატია პოღოსიანის, ნეკტარ კარაპეტიანის ,ალვარდ კარაპეტიანის, ელენე პეტროსიანის, ჯულიეტტა იორდანიანის  ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა საშობაო ზეიმი - „წელიწადო ახალო“ გამართეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება მაყურებლების წინაშე ქართულ და სომხურ ენაზე წარადგინეს და შემოქმედებით ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები, მოსწავლეები, მათი მშობლები და თემის სხვა წარმომადგენელები. სკოლის დირექტორმა, ნორაირ აკოპიანმა და დამსწრე საზოგადოებამ ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203