ჩხაკოურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
18-01-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლის პედაგოგები ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან, მათ საკუთარი და სხვების უფლებების დაცვას და პატივისცემას ასწავლიან. ამ მიმართულებით, სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება ტარდება, რომლებიც მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

მათ შორის აღსანიშნავია, 10 დეკემბერს განხორციელებული აქტივობა, რომლის თემაც სწორედ, რომ ადამიანის უფლებები გახლდათ. აქტივობა მოსწავლეებს მასწავლებელმა - ნათელა ირემაძემ შესთავაზა. 

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს, სადაც ადამიანის უფლებების მნიშვნელობასა და მათი დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. მოზარდებმა უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203