„მაღაზიობანა“ - ბეჟანოს საჯარო სკოლის მესამეკლასელთა სახალისო აქტივობა 
18-01-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

ამის მაგალითია, აქტივობა „მაღაზიობანა“, რომელიც მე-3 კლასის მოსწავლეებმა ითამაშეს. 

მოსწავლეებმა კითხვების მეშვეობით შეადგინეს დიალოგები და როლები გაითამაშეს. მოსწავლეებმა გამყიდველისა და მყიდველის როლები მოირგეს, ასევე, წაიკითხეს მარიამ წიკლაურის ლექსი - „სუპერმარკეტი“.

გაკვეთილი ძალიან ნაყოფიერი და ხალისიანი იყო. სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლე ხალისით ჩაერთო. 

გაკვეთილს მასწავლებელი გუანნა მკოიანი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203