პოეზიის დღე ტურცხის საჯარო სკოლაში
18-01-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელის მეორე სემესტრი საინტერესოდ დაიწყო. 

17 იანვარს, სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს, რომელიც მწერლისა და პედაგოგის - ოქრო ოქროიანის ხსოვნას მიეძღვნა.

სკოლაში, ტრადიციულად, მოეწყო პოეზიის დღე, რომელიც კონკურსის სახეს ატარებდა. 

„ოქრო ოქროიანი იყო მწერალი და დიდი პედაგოგი. ზუსტად ოქროიანის სურვილის შედეგია ის, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა შთამომავლობამ დააფინანსა სოფელში სკოლის მშენებლობა. ჩვენ გვახსოვს ეს დიდი და კეთილი საქმე, რომელიც მის სახელს უკავშირდება და ყოველწლიურად, მისდამი დიდი პატივისცემის გამოხატვის მიზნით, სკოლაში ღონისძიება იმართება, ეწყობა პოეზიის დღე. ღონისძიება კონკურსის სახეს ატარებს, ამიტომ მოსწავლეებს საჩუქრებიც გადაეცათ“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ღონისძიებას ორგანიზება სკოლის მასწავლებელმა კარინე ფაშიკიანმა​ გაუწია, რომელსაც სკოლის დირექცია მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203