საახალწლო კვირეული „მომავლის ბიზნეს სკოლაში“ შთამბეჭდავად დაიხურა
18-01-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, „მომავლის ბიზნეს სკოლაში“ წინასაახალწლოდ ზღაპრული კვირეული მოეწყო.

I კლასის მოსწავლეები სადღესასწაულო აქტივობებში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, საინტერესო ნომრები წარმოადგინეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ყველას მოწონება დაიმსახურეს. აღსანიშნავია, რომ მათ კვირეული დახურეს.

საზეიმო განწყობას შესაბამისი დეკორაცია, რომელთა ავტორიც ია ლომიძე იყო, კიდევ უფრო ამაღლებდა. მოსწავლეებს სადღესასწაულო სამოსი ეცვათ, მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

პირველკლასელები აქტივობაში მასწავლებელ მარიამ თხელიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203