„მომავლის ბიზნეს სკოლის“ VI კლასის მოსწავლეებმა საახალწლო კარნავალი გამართეს
18-01-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, „მომავლის ბიზნეს სკოლაში“ სასწავლო წლის პირველი სემესტრი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. 

ბოლოს, გაიმართა საახალწლო ღონისძიებებიც. VI კლასის მოსწავლეებმა საინტერესო და მხიარული საახალწლო საკარნავალო საღამო გამართეს. მათ შესაბამისი სამოსი მოირგეს, აქტივობები შეასრულეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ღონისძიების ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან კვესიტაძე იყო. 

კარნავალმა დიდი წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203