ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო წარმოდგენა
18-01-2023

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი 2023 წლის მობრძანება სადღესასწაულო ვითარებაში აღნიშნეს.

მე-3 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას თოჯინური სპექტაკლი და საშობაო ზღაპარი „კურდღლის ქოხი“ წარუდგინეს. მოსწავლეებმა შესანიშნავი წარმოდგენა დადგეს და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. მათ ასევე ლექსები წაიკითხეს და შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს. 

ეს დღე იქ მყოფი საზოგადოებისთვის ძალიან ლამაზ და დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203