ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაული ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში
18-01-2023

ქალაქ ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1-ელი სემესტრი წარმატებით დაასრულეს და ახალი, 2023 წლის შემობრძანება შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა სკოლა სადღესასწაულოდ, საახალწლო დეკორაციებით მორთეს და შობა-ახალი წელი ყველას მიულოცეს. ბავშვები ლამაზ ფორმებში გამოეწყვნენ ნაძვის ხის ქვეშ დამამალული საჩუქრები ერთობლივად გახსნეს, დღეს ხალისი და სილამაზე შემატეს. მოსწავლეთა საზეიმო განწყობამ მთელი სასკოლო საზოგადოება მოიცვა და ყველანი დადებითი ემოციებით აივსნენ.

სკოლის საზოგადოება შობა-ახალ წელს მთელ საქართველოს ულოცავს და ბედნიერებას უსურვებს.

„დაე, ბევრი სასწაულის საწყისი იყოს ეს ღამე“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203