„მზის სისტემა“ - თბილისის N60 სკოლის მოსწავლის - გიორგი სანტოს-ჭანტურიძის შემეცნებითი პრეზენტაცია
17-01-2023

თბილისის N60 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და მოსწრებაზე დადებითად აისახება. მოსწავლეები გაკვეთილებისთვის შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნიან. 

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლის - გიორგი სანტოს-ჭანტურიძის შემეცნებით პრეზენტაციას წარმოგიდგენთ, რომლის თემა გახლავთ - „მზის სისტემა“.

მოსწავლის პრეზენტაცია საინტერესო და ინფორმაციულია. მასში წარმოდგენილია ამომწურავი ინფორმაცია მზის შემადგენლობა/ფუნქციებზე და ცალკეულად თითოეულ პლანეტაზე.

მოსწავლის საგნის პედაგოგი თამარ მოსეშვილი გახლავთ, კლასის ხელმძღვანელი კი - ნანა სვანიძე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემეცნებითი აქტივობები, მოსწავლეებს უვითარებთ შემოქმედებით და მეცნიერულ აზროვნებას, ისინი ეჩვევიან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203