„მომავლის ბიზნეს სკოლის“ საახალწლო კვირეული პირველი კლასის მოსწავლეებმა ზღაპრული წარმოდგენით გახსნეს
17-01-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, „მომავლის ბიზნეს სკოლაში“ წინასაახალწლოდ საზეიმო განწყობა სუფევდა. 

მოსწავლეები სადღესასწაულო აქტივობებში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. საახალწლო კვირეული კი I კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ზღაპრით გახსნეს. 

პირველკლასელებმა საინტერესო ნომრები წარადგინეს, შესაბამისი სამოსი მოირგეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

მათი მასწავლებელი ნანო კვანტრიშვილია. ღონისძიების მუსიკალური გაფორმებაზე მარიკა რევაზიშვილმა იზრუნა, ხოლო დეკორაციის ავტორი ია ლომიძეა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203