ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში Minecraft Build Battle-ის ჩემპიონატი ჩატარდა 
17-01-2023

ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა უნარების განვითარების მიზნით, სხვადასხვა საგანმანათლებლო სახის ღონისძიებები ეწყობა.

24 დეკემბერს, კი  Minecraft Build Battle-ის ჩემპიონატი გაიმართა.

   მასშტაბური საგანმანათლებლო ჩემპიონატში მონაწილეობდნენ:

  • ქუთაისის N15 საჯარო სკოლა;
  • ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა;
  • ქუთაისის N31 საჯარო სკოლა;
  • ქუთაისის N33 საჯარო სკოლა;
  • ქუთაისის N37 საჯარო სკოლა;

1-ელი ადგილი N37 სკოლამ დაიკავა, მე-2 ადგილი N33 სკოლას ერგო, მე-3 ადილის მფლობელი კი ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა გახდა. 

ჩემპიონატში მონაწილე მოსწავლეებს ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცათ. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ჩემპიონატს წინ N33 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო ჩემპიონატი უძღოდა. ამის შემდგომ კი თავად ბავშვებმა უხელმძღვანელეს სკოლათაშორისი ჩემპიონატის განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი საგანმანათლებლო სახის ჩემპიონატები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტიცავიის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203