წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება
17-01-2023

წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რუსთავში გამართულ ბავშვთა რეგიონალური ფეხბურთის ტურნირში მონაწილეობდნენ და წარმატებაც მოპივეს.

ტურნირში -„ქვემო ქართლის თასი 2022“ - ში წალკის მუნიციპალიტეტის გუნდმა მესამე ადგილი მოიპოვა.

მოსწავლეების წახალისების მიზნით, წალკის სპორტსკოლის წარმომადგენლები: ზვიად შენგელია, ალეკო შავაძე, ელიზბარ გოგიტიძე და როინ კახაძე სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და კარგი თამაშისთვის მედლები გადასცეს.

„სკოლა მადლობას უხდის წალკის სასპორტო სკოლას და ყველა მოტივირებულ სპორტსმენს“, - აღნიშნავს სკოლის ადმინისტრაცია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203