
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში, პირველი სასწავლო სემესტრის მანძილზე არაერთი საინტერესო ღონისძიება მოეწყო, მათ შორის აღსანიშნავია, საახალწლო ზეიმი, რომლითაც სემესტრი დაგვირგვინდა.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს საახალწლო აქსესუარები და გააფორმეს სკოლის დარბაზი. ზეიმზე გაიხსენეს მათთვის საყვარელი ზღაპრები და პერსონაჟები გააცოცხლეს.
ახალი წელი წარმოუდგენელია თოვლის ბაბუის გარეშე - სასურველმა სტუმარმა მოსწავლეები გაახარა და ტკბილეულით დაასაჩუქრა.
სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს მადლობას უხდის ღონისძიების მოწყობისთვის და წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: