დარჩელის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოება „ზღაპრულ სამყაროში“ ამოგზაურეს
17-01-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლაში 2022 წელი საახალწლო ღონისძიებით გააცილეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, საინტერესო და შთამბეჭდავი წარმოდგენა მოაწყვეს, საახალწლო თემატიკით მორთულ საკლასო ოთახში, საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა „ზღაპრულ სამყაროში“ ამოგზაურეს სასკოლო საზოგადოება.
ბავშვებმა შეასრულეს მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული ნომრები და გადაიღეს ბევრი სამახსოვრო ფოტო.
დარჩელის N1 საჯარო სკოლაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეების სურვილებზე მორგებული აქტივობების ორგანიზებას და განხორციელებას, ეს მათ უმაღლებთ მოტივაციას და სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად ერთვებიან.