საბირქენდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ახალ, თანამედროვე სტანდარტების შენობაში განაახლეს
17-01-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლი წლის პირველი სემესტრი საზეიმოდ დაიწყო. მოსწავლეებმა სწავლა ახალ, თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობაში განაახლეს.

450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის საზეიმოდ გახსნის ღონისძიებას ​პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები დაესწრნენ.

სკოლის დირექტორმა, საბინა მამედოვამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გაგრძელება მიულოცა. 

მისი თქმით, სკოლა მთლიანად ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებზე, სადაც ყველას შეუძლია სრულფასოვანი განათლების მიღება. საქართველოს მთავრობის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია.

„გილოცავთ ახალი სკოლის გახსნას, ვულოცავ პედაგოგებს, ვულოცავ მშობლებს! ეს არის ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სკოლა და მიხარია, რომ მას დღეს თქვენთან ერთად ვხსნი“,-განაცხადა სკოლის დირექტორმა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203