ვაზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ნამუშევრები შექმნეს და სასკოლო საზოგადოებას დღესასწაული მიულოცეს
17-01-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1-ელი სემესტრი წარმატებით დაასრულეს და ახალ, 2023 წელს სადღესასწაულო განწყობით შეხვდნენ.

სკოლის რესურსოთახში სსსმ მოსწავლეებმა საზეიმო გარემო შექმნეს. მათ შობა-ახალი წელი ერთმანეთს, მშობლებსა და მასწავლებლებს მიულოცეს. ბავშვებმა საახალწლო დეკორაციები შექმნეს და დრო ხალისიანად გაატარეს.

საახალწლო ზეიმზე მოსწავლეებს თოვლის ბაბუაც ესტუმრა, რომელმაც მათ საჩუქრები გადასცა. ბავშვები ძალიან ბედნიერები იყვნენ და თოვლის ბაბუასთან ფოტოებიც გადაიღეს.

ეს დღე მოსწავლეთათვის გამორჩებული და მრავალფეროვანი იყო, რაც მათ ამაღლებულ განწყობაზეც აისახა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203