მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით მიულოცეს
30-12-2022

ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება გაიმართა. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრებითა და სახალისო საახალწლო წარმოდგენებით საზოგადოებას შობა-ახალი წლის მოახლოება მიულოცეს.

საახალწლო ღონისძიებას სკოლის ადმინისტრაციასა და მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ სოფლის გამეგებელი და დეპუტატი, რომლებმაც ყველაზე გულწრფელ პატარა მოსწავლეებს მიულოცეს ახალი წელი და მერიის გამოგზავნილი საჩუქრები გადასცეს, რამაც მოსწავლეებს საახალწლო განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა. 

ზეიმის დასასრულს სკოლის დირექტორმა თამრიკო ფიჩხულაშვილმა, მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და კლასის დამრიგებლებს საინტერესო წარმოდგენისთვის და უსურვა მათ წარმატებები.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია მოსწავლეთა მოტივაციაზე და მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს და ამ მიზნით, მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203