ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის სამეწარმეო კლუბის წევრებმა ხელნაკეთი საახალწლო სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს
17-01-2023

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლა სამეწარმეო კლუბი „იდეა+“ ჩამოყალიბდა. 

სამეწარმეო საქმიანობაში მოსწავლეებს მენტორობას უწევენ მასწავლებლები: ლილი ლომაძე, ლეილა თალაკვაძე, ნატო წიტაიშვილი და მზია შევარდნაძე.

კლუბის წევრებმა აღნიშნული მასწავლებლებისა და მე-10 კლასის დამრიგებლის - ნინო ბერაძის მხარდაჭერითა და თანადგომით მათივე დამზადებული საახალწლო სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. 

გამოფენაზე შთამბეჭდავი ნამუშევრები გამოიფინა, რომლებიც, სკოლის წარმომადგენლის თქმით, სიამოვნებით შეიძინეს მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203