ბოხვაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საახალწლო სანახაობა
17-01-2023
გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლა მე-3 კლასის მოსწავლეებმა, სემესტრის მიწურულს საინტერესო საახალწლო ღონისძიება მოაწყვეს, რომელსაც პედაგოგი ჟუჟუნა მალაზონიას ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას, მეგობრებს, მასწავლებლებს, ოჯახის წევრებსა და მთლიანად საქართველოს, 2023 წელის მობრძანება მიულოცეს.

ბავშვებმა შემეცნებითი ნომრებით, ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით გაჯერებული სანახაობა წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას, რისთვისაც ტაში და ოვაციები დაიმსახურეს.

„ახალი წელი დღეა რჩეული, ახალი წელი- დღე სასწაული“... გილოცავთ!“, - სკოლის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ულოცავს სასკოლო თემს ახალ წელს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203