ზღაპრული საახალწლო წარმოდგენა კვირიკეთის საჯარო სკოლაში
17-01-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. ასევე სპექტაკლი გაითამაშეს. 

ბავშვებმა როლები ოსტატურად მოირგეს და დამსწრე საზოგადოებას ზღაპრული საახალწლო განწყობა აჩუქეს. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალ, 2023 წელს სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ულოცავენ. 

„გილოცავთ შობა ახალ წელს. სიხარული, სიყვარული, ჯანმრთელობა, ბედნიერება, წარმატებები და ერთმანეთი დაგვებედოს! გილოცავთ, ყველას!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203