
ფოთის N12 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ბერაია წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა.
მასწავლებელს წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო გადაეცა.
წლის წარმატებული პედაგოგები წლის ბოლოს ფოთის მერმა - ბექა ვაჭარაძემ დააჯილდოვა.
სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ, მას მიღებულ ჯილდოს ულოცავენ და კიდევ მეტ წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ნინოს ამ წარმატებას და ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლას მომავალში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: