დაბა ლაითურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ კამპანიას საინტერესო ღონისძიებებით შეუერთდა
17-01-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლა ღირსეულ მოქალაქეებს ზრდის. სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები იმართება. სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი - „თავისუფლება“, რომლის წევრებიც სხვადასხვა აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი.

მათ შორის, კლუბის წევრები, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ. 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება. კამპანია 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდა.

აქციის - „16 დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ყურადღების მიქცევა ორ აქტუალურ პრობლემაზე: ოჯახში ძალადობისა და ადამიანებით ვაჭრობის პრევენცია და მათთვის წინააღმდეგობის გაწევა, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობის გააქტიურება ადამიანის უფლებების დასაცავად.

კამპანიის ფარგლებში სკოლაში გაიმართა შემდეგი ღონისძიებები:

  1. უფროს კლასებში მოეწყო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები. შეხვედრის განხილვის თემა გახლდათ - ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში და მისგან გამოწვეული პრობლემები;
  2. აღნიშნულ თემაზე მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები და სკოლასა და თემში დაარიგეს;
  3. გაიმართა ფილმის - „სორაიას ჩაქოლვა“ ჩვენება. კინოჩვენების შედეგ კი მოეწყო დისკუსია;
  4. ასევე მოეწყო ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ფლეშმობი. ასევე ფლეშმობით აღინიშნა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე;
  5.  სხვადასხვა კლასში ჩატარდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო შეხვედრები.
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203