ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქეს
17-01-2023

ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ წელს ღონისძიებით შეეგებნენ. 

სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. 

ბავშვებმა ერთმანეთსა და აუდიტორიას დაუვიწყარი წუთები და ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქეს. 

„გინახავთ ამდენი უჭკვიანესი, ულამაზესი, უვარსკვლავესი, ულაღესი ბავშვი ერთად?! ეს ზაზა დამენიას სახელობის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაა...“,- ასე აფასებენ მოსწავლეთა ნიჭსა და მონდომებას ოზურგეთის საჯარო სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203