დაბა ურეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოება ლამაზი წარმოდგენით მოხიბლეს
17-01-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ, 2023 წელს საზეიმო ვითარებაში შეეგებნენ.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა ახალი წლის მობრძანებას ღონისძიება მიუძღვნეს. ბავშვები ლამაზ, სადღესასწაულო სამოსში გამოეწყვნენ და შესაძლებლობები შთამბეჭდავად გამოავლინეს - იცეკვეს, იმღერეს და დრო ხალისიანად გაატარეს. ზეიმის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. მის დასასრულს ყველანი დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.

„ეთოს მარგალიტები“ -  ასე მოიხსენიებენ სკოლაში ბავშვებს, რომლებმაც ნიჭითა და მონდომებით მთელი სასკოლო საზოგადოება მოხიბლეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203