„საახალწლო ტრადიციები საქართველოს კუთხეებში“ - გურკელის საჯარო სკოლის ისტორიის წრის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი შექმნეს
17-01-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის წინასაახალწლოდ მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო. 

მათ შორის, აღსანიშნავია სკოლის ისტორიის წრის მოსწავლეთა საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა. მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის საახალწლო ადათ-წესებს მოუყარეს თავი და თემაზე - „საახალწლო ტრადიციები საქართველოს კუთხეებში“, კედლის გაზეთი შექმნეს. 

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა - მათ ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

გურკელის საჯარო სკოლის ისტორიის წრის მონაწილე მოსწავლეები შობა-ახალ წელს მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203