გელაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალ წელს ღონისძიება მიუძღვნეს
16-01-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეების საჯარო სკოლაში 1-ელი სემესტრი წარმატებით დასრულდა. მოსწავლეებმა ახალი, 2023 წლის შემობრძანება კი საახალწლო ღონისძიებით აღნიშნეს.

ზეიმზე ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს - იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დრო ხალისიანად გაატარეს. გარემო სადღესასწაულოდ იყო მორთული, რამაც მთელ სასკოლო საზოგადოებას საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა. 

ეს დღე როგორც მოსწავლეთათვის, ასევე იქ მყოფი საზოგადოებისთვისაც ძალიან ლამაზ და დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლებს ერთმანეთთან აახლოებს და მათ მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203