ვერნების საჯარო სკოლაში მკლავჭიდში შიდასასკოლო ტურნირი გაიმართა
16-01-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, გოგონებსა და ვაჟებს შორის მკლავჭიდში შიდასასკოლო ტურნირი მოეწყო.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის - „სკოლა - ბიზნეს ფორუმის“ ფარგლებში, დაფინანსებული პროექტით - „შესაძლებლობა შედეგი“,  სკოლას მიეცა შესაძლებლობა  29 დეკემბერს კლუბ „ვერნების“ ორგანიზებით ტურნირი განეხორციელებინა.

პროექტი - „აჭარისწყალ ჯორჯიამ“, დააფინანსა.

მოსწავლეებს მომზადებაში ფასილიტაციას უწევდნენ, სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგები: ზურაბ აბაშიძე, არკად აბაშიძე და ზვიად აბაშიძე.

გამოვლინდნენ 1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილის მფლობელები, რომელთაც გადაეცათ დიპლომები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203