გარემოსდამცველები ფერეთის საჯარო სკოლიდან
16-01-2023

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლაში პროექტი განხორციელდა, რომლის მიზანი გარემოსდაცვით თემებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება იყო. აქტივობის ფარგლებში, ბავშვები თემებს: როგორ უნდა დაიცვან და  გადაარჩინონ ბუნება გაეცნენ.

მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ხეები დარგეს და ამით ყველას მაგალითი უჩვენეს, რომ აუცილებელია დედამიწას მეტი ჟანგბადისთვის, სიმწვანე შევმატოთ. აქტივობამ საგაკვეთილო პროცესი მრავალფეროვანი გახადა. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, მათ საჭირო ცოდნა მიიღეს და ახალი უნარები შეიძინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლა აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203