ფანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება
16-01-2023

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი, 2023 წლის შემობრძანება საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს.

სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა, რომელშიც არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მასწავლებლები და მშობლები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა ღონისძიების მსვლელობისას შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს - იცეკვეს, ფანდურსა და დოლზე შთამბეჭდავად დაუკრეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დრო ხალისიანად გაატარეს.

ღონისძიების ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: დალი რატიანი, მანანა ხაჭვანი და მზიური რატიანი.

სასკოლო საზოგადოება შობა-ახალ წელს ყველას ულოცავს.

„გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და წარმატებას. უფლის წყალობა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს“, - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203