გოგნის საჯარო სკოლის მოსწავლე ლია ლორთქიფანიძემ დეკლამატორთა კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა
16-01-2023
კახაბერ ბრეგვაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობითა და მოტივაციით გამოირჩევიან. 

ისინი სხვადასხვა საინტერესო პროექტში ხშირად ერთვებიან. ამჯერად, მე-12 კლასის მოსწავლე ლია ლორთქიფანიძე პაოლო იაშვილის 130 წლისთავისადმი მიძღვნილ დეკლამატორთა კონკურსში - „ჩემი პარნასი“ მონაწილეობდა. მისი ფინალური ეტაპი, სადაც რეგიონული მასშტაბით გამოვლენილი გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდნენ, 12 იანვარს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთში გაიმართა.

ლია ლორთქიფანიძემ კონკურსში შესაძლებლობები გამოავლინა და პირველი ადგილი ღირსეულად დაიკავა. სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ.

„გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები''....
ვულოცავთ ლიკას ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალჯერ ესახელებინოს მშობლიური სკოლა.
კონკურსი „ჩემი პარნასი“ მიზნად ისახავდა პაოლო იაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების პოპულარიზაციას, პოეტის შემოქმედების გაცნობიერებით მომავალი თაობის ზნეობრივ პატრიოტულ აღზრდას, მხატვრული კითხვის უნარების განვითარებასა და ახალგაზრდა დეკლამატორთა გაცნობა-დაახლოებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203