სატივის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო გასვლითი ტური მოეწყო
16-01-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მიზნით, მათ პედაგოგები სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, მოსწავლეები ეწვივნენ მუსიკალური საკრავების მუზეუმს, ეთნოგრაფიულ მუზეუმს, აბანოთუბანში და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ბალეტ „პინოკიოს“ დაესწრნენ.

აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა.

„მოსწავლეები საოცარი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით სავსენი შეუდგნენ მეორე სემესტრში სწავლას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203