ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო კონკურსის დასკვნითი ტური გაიმართა
16-01-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში პროექტის - „ყველაზე ჭკვიანი“, დასკვნითი ტური ჩატარდა, რომელშიც მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

დასკვნით ტურში სკოლის მოსწავლემ, ალეკო აბულაძემ გაიმარჯვა. მან ყველაზე ჭკვიანი მოსწავლის ტიტული მიიღო და სკოლა ასახელა.

„ჩემი ყოჩაღი ონავრები ძალიან ცდილობდნენ თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენას და სხვადასხვა საგანში გამოყენებას“, - ასე აფასებს მასწავლებელი მოსწავლეებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ტურში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელი და წამახალისებელი საჩუქრები გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და საგანმანათლებლო კონკურსები მოსწავლეთა ცოდნისა და მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203