„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს“ - ტოლოშის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ. ამის მაგალითია, VII კლასის მოსწავლეთა კომპლექსური დავალება თემაზე - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს“.
დავალებაზე მეშვიდეკლასელებმა პედაგოგ ინგა ფიოდოროვის ხელმძღვანელობით, სამოქალაქო განათლებაში იმუშავეს. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და მათ კედლის გაზეთი მიუძღვნეს.
მოსწავლეებისთვის დავალება საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: