ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო დეკორაციები საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაამზადეს
16-01-2023

ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი, 2023 წლის შემობრძანებას საინტერესო საახალწლო აქტივობით შეეგებნენ. ბავშვებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ახალი სიცოცხლე აჩუქეს და კლასი განსხვავებულად მორთეს. 

სკოლის VI და VII კლასების მოსწავლეებმა სადღესასწაულო მორთულობაზე უარი თქვეს და საახალწლო აქსესუარები საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაამზადეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის დერეფანს მუყაოსგან დამზადებული ზამთრის სახლი, ხელნაკეთი ჯუჯები და ელფების ქოხები ამშვენებდა. მოსწავლეებმა დავალებას თავი შესანიშნავად გაართვეს და აქტივობის მეშვეობით, გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერებაც აიმაღლეს.

აქტივობა მოსწავლეებს კლასის ხელმძღვანელმა - დარეჯან ვაგაშვილმა შესთავაზა.

მოსწავლეთა ნამუშევრებმა სკოლის საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მათ სამომავლო გეგმებიც დაისახეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203