ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას საქართველოს სხვადასხვა კუთხის საახალწლო ადათ-წესები გააცნეს
16-01-2023

შუხევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში, სასწავლი წლის პირველი სემესტრი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა.

მოსწავლეებმა ღონისძიება 27 დეკემბერს გამართეს. ისინი სადღესასწაულო ფუსფუსში დიდი სიამოვნებითა და სიხარულით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და დადგეს სცენები: „მიხო და მარო“, „კეთილი მეზობლები“, „მე,ბებია,ილიკო და ილარიონი“.

ასევე აღსანიშნავია, რომ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს სხვადასხვა კუთხის საახალწლო ადათ-წესები გააცნეს.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს აქტიურობისთვის და მომავალ სასწავლო სემესტრში წარმატებას უსურვებს.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203