საყუნეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საინტერესო და სახალისო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
16-01-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ. 

ამის მაგალითია, პირველკლასელთა საინტერესო კომპლექსური დავალება, რომელიც ბავშვებმა ბუნების შესწავლისას ზღაპრის - „სამი გოჭი“ მიხედვით შეასრულეს. 

მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, მაკეტები, მათ შორის -  ნიფნიფის, ნუფნუფის და ნაფნაფის სახლები შექმნეს
და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

პირველკლასელებისთვის დავალება მეტად შთამბეჭდავი და საინტერესო აღმოჩნდა. 

„წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებს და ნათია მასწავლებელს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203